ჩემი მშვენიერი ლედი

ჩემი მშვენიერი ლედი — არის მუსიკისთვის ადაპტირებული ბერნარდ შოუს ნაწარმოებზე„პიგმალიონი“. ადაპტირება მოახდინა ალან ჯეი ლერნერმა. მთავარ როლებში — ოდრი ჰეპბერნი და რექს ჰარისი. ამ ფილმმა მიიღო უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარებიც — საუკეთესო სურათი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო რეჟისორი.
 იმის შემდეგ, რაც ოდრიმ მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე ბრიტანულ ფილმში, იგი გახდა 1945 წლის ნოველისტის,კოლეტის მთავარი შთაგონება და ახალი ნატურა ბროდვეის მორიგი პროექტისათვის, სახელწოდებით - Gigi (1951 წ ), სადაც ახალბედა მსახიობმა ბრწყინვალედ გაართვა თავი რთულად შესასრულებელ როლს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ოდრი ჰეპბერნმა ჰოლივუდელ ლამაზმანთა შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა იმის შემდეგ, რაც ითამაშა 1953 წლის შესანიშნავ ფილმში - "რომაული არდადეგები", სადაც მას პარტნიორობას Gregory Peck- ი უწევდა. შედეგად გოგონას ოსკარიც მიენიჭა. ამის შემდეგ ოდრიმ ითამაშა ისეთ პრესტიჟულ ფილმებში, როგორებიცაა :
Sabrina (1954), The Nun's Story (1959), Breakfast at Tiffany's (1961), Charade (1963), My Fair Lady (1964) Wait Until Dark (1967).ოდრი ჰეპბერნი აღიარებული იქნა როგორც საუკეთესო ქალი მსახიობი. ჰოლივუდის ოქროს ხანაში კი მან უდიდესი პოპულარობა და შესანიშნავი კარიერა მოიპოვა. ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელთაც მოიპოვეს ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა - Academy, Emmy, Grammy, and Tony Awards. 


 ოდრის მშობლები არისტოკრატიულ ფენას მიეკუთვნებოდნენ , მამა გახლდათ - Joseph Victor Anthony Ruston (1889–1980), დედა კი - Baroness Ella van Heemstra (1900–1984). ორივე მათგანი ქველმოქმედებით იყო დაკავებული. ისინი1926 წელს დაქორწინდნენ, ბატავიაში, შემდგომ კი ევროპაში დაბრუნდნენ. ოდრის მამა პატარაობიდანვე მოფერებით - ."Monkey Puzzle" - ს ეძახდა.
- Breakfast at Tiffany & Roman Holiday - ოდრი ჰეპბერნის საუკეთესო ფილმებად ითვლებიან. ორივე მათგანში წარმოდგენილია ორი სხვადასხვა ქალის სტერეოტიპი, რომელნიც რადიკალურად განსხვავდებიან არა მარტო პრობლემატიკურობითა და ხასიათით, არამედ სტილითა და პირადი ცხოვრებითაც.

"ეს არის ორი ისტორია, ორ მშვენიერ მანდილოსანზე, ოდრი კი იდეალურად ჩაჯდა მათ სტილისტიკაში"- ამბობს ერთ-ერთი კრიტიკოსი 

 ოდრის პირადი ცხოვრება კი სრულიად განსხვავდებოდა მისი გმირების ცხოვრებისეული სტილისაგან. 1952 წელს იგი ხვდებოდა ვინმე ჯეიმს ჰენსონს (ლონდონში) , ამ რომანს თვითონ ოდრი წამიერს უწოდებდა. შემდგომ მის მორიგ მამაკაცად მოიაზრებოდა მაიკლ ბატლერი, პროდიუსერი. ასევე იყო გარკვეული სკანდალი იმის შესახებ, რომ რომაული არდადეგების გადაღებისას ოდრი და გრიგორი პეკი (მისი მეწყვილე) ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა ეს ჭორი მხოლოდ იუმორის დონეზე იყო დაყვანილი, ბოლოს კი ყველაფერი გაირკვა და ორივე მსახიობმა უარყო ეს აფსურდი. ოდრი ჰეპბერნი ასევე ხვდებოდა უკვე დანიშნულ მამაკაცს - უილიამ ჰოლდენს, ჰოლივუდელი ლამაზმანი იმედოვნებდა, რომ ისინი დაქორწინდებოდნენ , თუმცა ოდრიმ მასთან ურთიერთობა გარკვეული მიზეზების გამო გაწყვიტა. 



 ამ ყველაფრის შემდეგ ოდრი ჰეპბერნმა ქველმოქმედებას მიჰყო ხელი , იგი გაწევრიანდა უამრავ ორგანიზაციაში რათა დახმარებოდა აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში მცხოვრებ ღარიბ ხალხს, ამიტომაც იგი ბევრს მოგზაურობდა. ოდრი დაჯილდოვებული იქნა ღირსების მედლით, იმ სიკეთისათვის, რაც მან გააკეთა "UNICEF Goodwill Ambassador"ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.1993 წლის 20 ივნისს , 63 წლის ასაკში კი ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა, თუმცა მან დაგვიტოვა უდიდესი განძი მისი უკვდავი სილამაზისა და ტიპაჟის სახით. იგი აღიარებულია მსოფლიო დონის კლასიკურ მსახიობად და უბრალოდ ქალბატონად, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჰოლივუდის ულამაზეს სახედ .



No comments:

Post a Comment